png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვწუხვართ, რომ ფინეთთან, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები შეიცვალა რუსოფობიური პოზიციით, რომელსაც ხელისუფლება მხარს უჭერს - დმიტრი პესკოვი

  • მსოფლიო
  • 20.11.2023
  • 19:00
ვწუხვართ, რომ ფინეთთან, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები შეიცვალა რუსოფობიური პოზიციით, რომელსაც ხელისუფლება მხარს უჭერს - დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთმა გამოიგონა მიზეზები საზღვრის დახურვისთვის და მიუღებელი უწოდა ბრალდებებს, რომ რუს მესაზღვრეებს მიგრანტები მიზანმიმართულად მიჰყავთ ფინეთის საზღვარზე კრიზისის პროვოცირებისთვის.

”ჩვენ არ მივიღებთ მსგავს ბრალდებებს,” - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სასაზღვრო გადასასვლელით სარგებლობენ ისინი, ვისაც ამის კანონიერი უფლება აქვს და ამ მხრივ, რუსი მესაზღვრეები სრულად იცავენ ოფიციალურ მითითებებს.

პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ფინეთმა შესაძლოა უახლოეს დღეებში დახუროს დარჩენილი სასაზღვრო პუნქტები რუსეთთან სახმელეთო საზღვარზე.

„ეს არაფერს იწვევს, გარდა ღრმა სინანულისა, რადგან ჩვენ გვქონდა დიდი ხნის, ძალიან კარგი ურთიერთობა ფინეთთან, პრაგმატული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ეს ურთიერთობები შეიცვალა რუსოფობიური პოზიციით, რომელსაც ამ ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს“, - თქვა პესკოვმა.

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ ოთხივე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა 22 ნოემბრის ღამეს იგეგმება.

რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტი დახურა, მთავრობის განმარტებით, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსები მასობრივად ითხოვენ თავშესაფარს. 18 ნოემბერს  ცნობილი გახდა, კიდევ ერთი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ. 

დაზვერვის მონაცემების თანახმად, ფინეთი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩართულია თავშესაფრის უკანონო მაძიებლების ფინეთის საზღვარზე გადაყვანაში.

ფინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში  ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ საზღვრის კვეთაზე შესაბამისი დოკუმენტები, ცდილობდნენ ფინეთში შესვლას სამხრეთ-აღმოსავლეთით სასაზღვრო პუნქტების გავლით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge