png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პარლამენტის სხდომაზე “ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვლმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანა წითლიძის მისამართით კი სცადა მიკროფონი ესროლა

  • პოლიტიკა
  • 17.11.2023
  • 16:47
პარლამენტის სხდომაზე “ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვლმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანა წითლიძის მისამართით კი სცადა მიკროფონი ესროლა

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს მატყუარა უწოდა.

რატი ბრეგაძემ მიმართა თავის მოადგილეს, ბექა ძამაშვილს, რომ ამოუბეჭდონ დეპუტატს სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხზე და მარკერით გაუხაზონ თვალსაჩინოებისთვის.

თინა ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ ეს არ სჭირდება. ამ დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას უცენზურო სიტყვით მიმართა, ("ნაბიჭვარო, დედას შე**, გაა*** აქედან").  ბოკუჩავამ სხდომის სპიკერს, გია ვოლსკის მგალობლიშვილისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა.

 თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ლევან მგალობლიშვილის მაგიდასთან მივიდნენ, რა დროსაც ანა წითლიძემ მგალობლიშვილის მისამართით ფურცლები ისროლა. მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ანა წითლიძის მისამართით ესროლა, თუმცა მანდატურმა ამის უფლება არ მისცა.

უმრავლესობის წევრებმა კი ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა,

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge