png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია

  • საზოგადოება
  • 15.11.2023
  • 13:43
საქართველოს ბანკი დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი დაცული ტერიტორიების სპონსორია.

საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს. 2023 წლიდან კი მათ რიცხვს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიაც შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 520 000 ჰექტარამდეა და 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს აერთიანებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები.

ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ერთ-ერთ ღირებულებას მდგრადი განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბანკი სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომელიც უკეთესი მომავლისა და გრძელვადიანი სარგებლის შექმნაზეა ორიენტირებული ბიზნესებითვის, საზოგადოებისთვის და ინდივიდებისთვის. გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად კი საქართველოს ბანკი სანდო, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მათ შორის კავკასიის ბუნების ფონდთან, რომელთანაც ჩვენი პარტნიორობა 2009 წლიდან იწყება. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად ვიყოთ ჩართულნი დაცული ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 2003 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალების და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიებს. ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge