png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თეგეტა მოტორსში“ უკვე EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებაც შესაძლებელია

  • ბიზნესი
  • 14.11.2023
  • 13:04
„თეგეტა მოტორსში“ უკვე EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებაც შესაძლებელია

„თეგეტა მოტორსის“ „დიზელ-ცენტრის“ ლაბორატორიას კიდევ ერთი, თანამედროვე, DAYEL-ის ბრენდის  EURO 6 -ის სტანდარტის დანადგარი შეემატა. უახლესი აღჭურვილობით ახლა უკვე  EURO 6 სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისიც ხელმისაწვდომი გახდა.

EURO 6-ის სერტიფიკატი გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემაა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. ემისიების შემცირების მიზნით თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ, შექმნან და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები.

EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოები და მიკროავტობუსები საქართველოში უკვე ოპერირებენ. მათი საწვავის მიწოდების სისტემა განსხვავებული, უფრო ეფექტური მფრქვევანებისა და სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. შეცვლილია  პროგრამული უზრუნველყოფაც. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის ავტომობილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას სპეციალური დანადგარი სჭირდება. DAYEL EURO 6 კი სწორედ „ევრო სტანდარტის“ დადგენილების შესაბამისი სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებას უზრუნველყოფს.

ჯონი ბარიშვილი, დიზელების სერვისცენტრის მენეჯერი: „თეგეტა მოტორსი“ ყოველმხრივ ცდილობს, ფეხი აუწყოს ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები. სწორედ  მათ შორისაა  სერვისი EURO 6 სტანდარტის მქონე სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისთვის,  რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას.

ახლა უკვე ვფლობთ დანადგარს, რომელიც სრულად გადაჭრის აღნიშნულ ძრავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. უახლესი აღჭურვილობით Euro 6-ის სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. გვყავს გუნდი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მზად ვართ, EURO 6 -ის სტანდარტის ავტომობილებსაც მოვემსახუროთ. ახალი დანადგარი „თეგეტა მოტორსმა“ 2 თვეა, რაც შეიძინა და შესაბამისი სერვისი უკვე დაახლოებით 500-ამდე მომხმარებელს გავუწიეთ“.

დიზელის ძრავიანი ავტომობილების თანამედროვე სერვისის მიღება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი - წლებია, რაც ეს ფილიალი დიზელზე მომუშავე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას ემსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს და ამიტომაც ის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge