png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Berry Farms” - მა 30 ჰექტარზე მოცვის ბაღები გააშენა

  • ეკონომიკა
  • 10.11.2023
  • 13:49
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Berry Farms” - მა 30 ჰექტარზე მოცვის ბაღები გააშენა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და კომპანია „ბერი ფარმსის“ პარტნიორობით, ხობში, 30 ჰექტარზე, მოცვის ბაღები გაშენდა.  პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.7 მილიონი დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 3 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სუბსიდირებული ფინანსური რესურსით იქნა მოზიდული.

“Berry Farms” საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა და კომპანია „აგრითაჩთან“ პარტნიორობის ფარგლებში  30 ჰექტარზე, მოცვის 100 000 - მდე მოცვის ნერგი გააშენა, რაც წელიწადში 400 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია  საერთაშორისო ბაზარზე, ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის პირველი ინვესტიციაა რეგიონში. „Berry Farms” - ი სამომავლოდ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს.

„მსოფლიო ბაზარზე მოცვის ინდუსტრია სტაბილურად მზარდ და განვითარებად აგრო ინდუსტრიას წარმოადგენს, საქართველოს ადგილმდებარეობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ლოგისტიკის მხრივ კონკურენტული უპირატესობის შეთავაზებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოცვზე მაღალი მოთხოვნაა.  „Berry Farm” – ის საქართველოში შემოსვლაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის საქართველოს ბანკის  მრავალწლიანი კულტურების დაფინანსების სპეციალურმა პროგრამამ. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის განხორციელების დროს ინვესტორთან შეთანხმებული პირობები საბანკო დაფინანსებისა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების მიმართულებით იყო სრულიად განხორციელებული და ამ ყოველივემ გაზარდა ინვესტორის ნდობა ქვეყნის და სექტორის მიმართ, რის შედეგადაც სამომავლოდ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას ველოდებით.“ – განაცხადა მარიამ ქოიავამ, Berry Farms - ის საინვესტიციო მრჩეველმა და  ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოების და ბიზნესების მხარდაჭერაა.  აღნიშნული სექტორის გაძლიერებისა და წახალისების მიზნით, ბანკი არაერთი პროექტის მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, „Berry Farms”- თან პარტნიორობით, რადგან გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების განვითარებას, საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge