png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში, ფაქტობრივად, ყველა და ყველაფერი გაანადგურა მანამდე საქართველოში, ისევ გვიხოცავს და იტაცებს ჩვენს თანამოქალაქეებს - გია ცაგარეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.11.2023
  • 15:37
გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში, ფაქტობრივად, ყველა და ყველაფერი გაანადგურა მანამდე საქართველოში, ისევ გვიხოცავს და იტაცებს ჩვენს თანამოქალაქეებს - გია ცაგარეიშვილი

მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, კირბალს და მთლიანად საქართველოს, ეს დიდი უბედურება და წარმოუდგენელი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, განგრძობადი ოკუპაცია, მკვლელობები და გატაცებები უდიდესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენ გვიწევს ამ პირობებში ცხოვრება, არსებობა და განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, საფრთხეები შემცირებული არ არის.

„ეს გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ახლა ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში და, ფაქტობრივად, ყველა და ყველაფერი გაანადგურა მანამდე საქართველოში, რამდენჯერმე აფხაზეთში და ცხინვალში, ისევ გვიხოცავს და იტაცებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ეს ყველას გამოწვევაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისაც, ყველა ადამიანის გამოწვევაა. სამწუხაროდ, ამას დასასრული არ უჩანს. როდესაც წინაპირობებზე და მიზეზებზე საუბრობენ, ხშირად ჩვენც გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენ და რატომ საუბრობთ, იქ რა მოხდაო. ის, რაც დღეს ხდება, ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. სამწუხაროდ, ბევრს არ ახსოვს, ყველაფერი როგორ დაიწყო, მათ შორის აქ, პარლამენტში და სხდომათა დარბაზში. მე ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა და გახლდით ოპოზიციაში, მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ახლა ცხინვალში ხდება. ეს არის ორი საარქივო დოკუმენტი, და არქივები არ იწვის. ეს არის 2007 წლის 13 აპრილს მიღებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებ კანონი, მესამე მოსმენის კენჭისყრის შედეგებია; შემდეგ მეორე უბედურება მიაწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის ხელდასმით და მიიღო დადგენილება, დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ. მაგალითად, ლევან ბეჟაშვილს აქვს ხმა მიცემული, ძმებ ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, მაია ნადირაძეს და სხვებს აქვთ ხმა მიცემული, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ამტყუნებენ, ოღონდ საით უბიძგებენ საქართველოს ხელისუფლებას, ამას ბოლომდე ვერ შიფრავენ და ვერ ამბობენ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge