png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არ მოვეშვები, ვიდრე არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს, მან თან თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა თავის გუნდს - ალეკო ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.11.2023
  • 13:27
არ მოვეშვები, ვიდრე არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს, მან თან თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა თავის გუნდს - ალეკო ელისაშვილი

ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამდე ამ ამბავს არ მოვეშვები, მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, რომ თქვა ბერაიამ, არ მოგვეწონა, გავაკრიტიკეთ და შემდეგ ცხოვრება გავაგრძელეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამდე, სანამ ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვან. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. თავდაცვის დაკორექტირებული ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს და დაფინანსება მაინტერესებს. უღირს ბერაიას ღირსებას უნდა ვუხსნიდე? – არ მოვეშვები. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონია? მის ოჯახში ქალი არ ჰყავს და ასე რომ უთხრან, სწორია? „ქართული ოცნების“ წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, ვიდრე ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge