png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.10.2023
  • 16:04
რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ - მიხეილ სააკაშვილი

რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელსაც ის  დისტანციურად ჩაერთო.

"მინდა, იმ რუსებზე ვთქვა, რომლებიც საქართველოში შემოსულები არიან. ეს დიდი უბედურება და საქართველოსთვის მომატებული საფრთხის წყაროა [...] პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირებთ, მაგრამ რაც რუსებს შეეხება - მათ 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რომ თავისი ბინები გაყიდონ. სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს და უცხოეთში მყოფ ქართველებს, სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასად უნდა აყიდინონ. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრებისა და ნაყიდი ბინების ხარჯზე, რაც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ, ქართველების საქართველოში დაბრუნების პროგრამა უნდა იყოს და მათ შორის, ამ ბინების მათთვის გადაცემის, ვინც ამ შეღავათიანი პროგრამით დაბრუნდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 100 000 რუსს, რომელიც საქართველოში ზედმეტია, ყველანაირად უნდა მოვუწოდოთ, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ბერკეტები უნდა შევუქმნათ, რომ წავიდნენ და ისინი ჩანაცვლდეს 100 000 შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველით, რომელიც პირველ ეტაპზე უკან ჩამოვა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ასეული ათასი დაბრუნდება. ჩვენი პროგრამა არის ქართველების უკან დაბრუნების პროგრამა". - თქვა სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge