png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ-მა საპასუხო დარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში ირანის ორ ობიექტზე

  • მსოფლიო
  • 27.10.2023
  • 14:37
აშშ-მა საპასუხო დარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში ირანის ორ ობიექტზე

შეერთებულმა შტატებმა საპასუხო დარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში ირანის ორ ობიექტზე. ამის შესახებ აშშ-ის ტავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, აშშ-ის ძალებმა განახორციელეს  დარტყმები აღმოსავლეთ სირიის ორ ობიექტზე, რომელსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) და მასთან დაკავშირებული ჯგუფები“, - განაცხადა პსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ-მა დარტყები განახორციელა

ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებრბის მიერ აშშ-ის ბაზებზე წარუმატებელი თავდასხმების საპასუხოდ, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო.

”აშშ-ის არ აქვს განზრახვა ჩაერთოს შემდგომ საომარ მოქმედებებში, მაგრამ ამერიკულ ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები  მიუღებელია და უნდა შეწყდეს,” - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, „ირანს სურს უარყოს თავისი კავშირი ჩვენს ძალებზე განხორციელებულ თავდასხმებთან, რის უფლებასაც მათ აშშ არ მისცემს.

"ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას. თუ ირანის მარიონეტების თავდასხმები ამერიკულ ძალებზე გაგრძელდება, მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად", - თქვა ოსტინმა.

პენტაგონის სპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, 17-დან 26 ოქტომბრამდე აშშ-სა და კოალიციის ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით სულ მცირე 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ სირიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge