png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

  • პოლიტიკა
  • 24.10.2023
  • 14:04
რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთი ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანას გეგმავს. რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა გემები გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, თუმცა პორტი პატარაა და არ შეუძლია ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნით გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

„ოჩამჩირეში – ეს აფხაზეთია – აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ძალებს შორის პანიკაა.

„ოკუპანტებს შორის პანიკური განწყობებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მათი ობიექტების დაზიანებას და რუსეთის საზღვაო ძალების შემადგენლობის დაკარგვას. მათ ესმით, რომ ომი ყირიმის ტერიტორიაზე გადავიდა“, - დასძინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge