png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა - გუნდის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო

  • ბიზნესი
  • 18.10.2023
  • 17:12
Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა -  გუნდის მხარდამჭერი  „თეგეტა მოტორსი“ იყო

Rally Adventure Georgia-ს საქართველომ წელს მეხუთედ უმასპინძლა. ის ყველაზე მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრებაა, რომელიც უგზოობის პირობებში  იმართება. სათავგადასავლო რალის მონაწილეების - მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟი #52-ის მხარდამჭერი წელს „თეგეტა მოტორსი“ იყო.

პილოტმა მაო გოშაძემ ქალთა კატეგორიაში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან, ერთად იასპარეზა. წლევანდელი სათავგადასავლო რალი მაოს ქალიშვილის, მარიამ ნანობაშვილის, ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წინა წლებში ეკიპაჟი N52-ის შტურმანი იყო.

Rally Adventure Georgia-ს მეორე საპრიზო ადგილი სწორედ ეკიპაჟმა #52-მა დაიკავა. მათი ავტომობილის ტექნიკურად გამართვასა და რალისათვის შესაბამის აღჭურვილობაზე კი „თეგეტა მოტორსმა“ იზრუნა. 

მარიამ ხოსიტაშვილი, #52 ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი:  „ეკიპაჟი #52 რალიში  მესამედ მონაწილეობს, თუმცა მე შეჯიბრებაში პირველად ჩავერთე და შტურმანის ადგილი დავიკავე.  პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო, რადგან შტურმანობისთვის სწორედ მარიამ ნანობაშვილმა მომამზადა. სამი თვის განმავლობაში მავარჯიშებდა, მიხსნიდა, მასწავლიდა. ოფროუდის გამოცდილება არასდროს მქონია, თუმცა  ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ მარიამ ნანობაშვილი დამეხმარა, რომ  რალიში პირველი ნაბიჯები გადამედგა. ემოცია  გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.  

ჩვენი ეკიპაჟის ასპარეზობა მარიამ ნანობაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო მთავარი მოტივაცია გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. მინდოდა,  საკუთარი თავი გამომეცადა, მაინტერესებდა, რამდენად გავართმევდი თავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მარიამისა და მაოს გამოსვლებში აქამდე მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს.  ვფიქრობ, ეს შეჯიბრება თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ წინააღმდეგობების გადალახვისას სქესი დაბრკოლება არ არის. ასპარეზობისას  სირთულეს  ვერ აღიქვამ,  იმდენად ორიენტირებული ხარ მიზანზე. წინააღმდეგობებთან შეჯახება  კი თავდაჯერებულობას გმატებს და კიდევ უფრო გაძლიერებს“.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ ეს იყო  ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ოფროუდით გატაცებული ქალებისთვის დაგვეჭირა მხარი. წელსაც Rally Adventure Georgia-ს ერთ-ერთი ეკიპაჟის სპონსორები ვიყავით და მიხარია, რომ მათ მეორე ადგილი დაიკავეს ასპარეზობაში. რაც შეეხება რალის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩავერთოთ ამ სფეროს განვითარებაში და ამ პროცესშიც შევიტანოთ წვლილი“.

სათავგადასავლო რალი საქართველო-2023-მა სტარტი 1-ელ ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. შეჯიბრების მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წესები კი - არა.  რალის თითოეული ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება: მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა იყოს. ქალების მონაწილეობა სათავგადასავლო რალიში ღონისძიების კონცეფციის ნაწილია. შეჯიბრების  მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ ამ რთულ მისიას ქალები საუკეთესოდ ართმევენ თავს.

წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი  მთავარი მისიაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, მონაწილეებმა ორ რეგიონში, იმერეთსა და სამეგრელოში, დახმარება 50 ოჯახს აღმოუჩინეს.

Rally Adventure Georgia-ს მონაწილეებს გზად სასტუმრო საირმემ უმასპინძლა. რალი 7 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში დასრულდა. შეჯიბრების დასასრულს წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge