png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2023
  • 14:14
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად - გიორგი ვაშაძე

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ისეთივე ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორისაც თითქმის კონსესუსია და მათაც უნდათ საქართველო  ევროკავშირის წევრებს შორის იხილონ.

„გვეუბნებიან, მოდით მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენც დაგეხმაროთ,  რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.

„სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი. სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge