png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართლ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 11.03.2016
  • 16:00
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართლ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

„CG/LA-ს ინფრასტრუქტურის“ უმაღლესი ჯილდო „წლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტისათვის“  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გადაეცა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის მოდელს.  პრესტიჟული ჯილდო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიიღო,  რომელიც „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ინტერნეშენალს“ აერთიანებს.  

ჯილდო, რომელიც „CG/LA“-ის ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის მე-9 ფორუმზე, ვაშინგტონში (DC) გამოაცხადეს, იმ პროექტებსა და მმართველებს გადაეცემა, ვინც გლობალური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მოდელს წარმოადგენენ.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მოპოვება, ეს ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  პროექტის  საინვესტიციო შესაძლებლობებს და  კავკასიაში და მის გარეთ ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების პოტენციალს“, -   განაცხადა კურტ კონტიმ, „კონტი ინტერნეშენალის“პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, რომელიც  „თიბისი ჰოლდინგთან“ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობს, - „ჩვენ მოუთმენლად ველით სამუშაოების დაწყებას 2016 წლის ბოლოსთვის, როდესაც შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში, რომელიც ოდესღაც ჩინეთსა და ევროპას აკავშირებდა“.    

„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის“ ფინალისტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ: თუ რამდენად დრამატულად შეუძლია პროექტს ეროვნული და რეგიონალური კონკურენციის გაზრდა და  რამდენად ფართომასშტაბიანი  და ხანგრძლივმოქმედია იგი. ლიდერობის ფორუმზე ათი  სხვადასხვა სფოროდან წარმოდგენილ პროექტებს აფასებენ: ავტომაგისტრალები, ხიდები და გვირაბები, ურბანული მასობრივი გადაზიდვა, ენერგიის გამომუშავება, ენერგიის გადაცემა, პორტები და ლოჯისტიკა, აეროპორტები, წყალი და წყალმომარაგება, ნავთობი და გაზი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ახალი ქართული პროექტი  ფრანგ, მექსიკელ და დიდ ბრიტანელ კონკურნტებს შორის  გამოარჩიეს და კონფერენციაზე აღიარება მოიპოვა.

„ჯილდო ხაზს უსვამს  წლის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული რეგიონის განვითრაებისათვის“, - განაცხადა ნორმან ფ. ანდერსონმა, „CG/LA ინფრასტრუქტურის“ პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გლობალური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას, შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამუშაო ადგლებს და განავითარებს ვაჭრობას ხმელეთით შემოსაზღვრულ ქვეყნებში“.

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულ პროექტად დაასახელა. კომპანია პასუხისმგებელია განახორციელოს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი - ააშენოს და განავითაროს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. შავი ზღვის აღმოსავლეთ  ნაწილში მდებარე ანაკლია ჩინეთიდან ევროპამდე უმოკლეს მარშრუტს წარმოადგენს. წინასწარი პროგნოზით, პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ეტაპზე შეიქმნება 3,400  სამუშაო ადგილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პორტის ფუნქციონირების  დაწყებისთანავე დაახლოებით 6,400 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge