png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს სპეციალური ჯილდო გადაეცა

  • ეკონომიკა
  • 11.03.2016
  • 15:52
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITB Berlin -2016“-ზე საქართველოს სტენდი სპეციალური ჯილდოთი - „ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულება“, დაჯილდოვდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

გამოფენის ფარგლებში, რეგიონის პოპულარიზაციის და უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბერლინში საქმიან შეხვედრებს მართავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი, რომელიც უკვე შეხვდა მეკლენბურგის ოლქის (ქალაქი როსტოკი) ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის Skal, მაკედონიის, ქვემო ბავარიისა და ვალონიის რეგიონის (ბელგია) ტურიზმის სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა TAV holding –ს, პოლონეთისა და ლიტვის მსხვილ ტურ ოპერატორებს Sun and Fun და Novaturas წარმომადგენლებს აჭარაში ფრენების დაწყებით დაინტერესების მიზნით.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 9 მარტს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge