png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - სერგეი ლავროვი

  • პოლიტიკა
  • 28.09.2023
  • 12:45
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - სერგეი ლავროვი

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყევტია. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით „ხელი აწია“ თავისვე მოქალქეებზე და ოსებზე (რომლებსაც ის თავის მოქალაქეებად მიიჩნევდა), ასევე მშვიდობისმყოფელებზე. როდესაც მან სათანადო პასუხი მიიღო, დაიწყო თავისი პოლიტიკური, სამხედრო მარცხის ანტირუსული ქმედებებით „კომპენსირება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით.

არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა ერი. რუსეთის, საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენს ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, უბრალო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა. ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი უკვე დიდი ხანია არსებობდა. ბევრი ჩვენი მოქალაქე სარგებლობდა ამით. უვიზო რეჟიმის შემოღება ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, სქრთველოს მოქალქეებისთვის, და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ჩვენს კავშირებს გაცილებით მოსახერხებელს  და კომფორტულს ხდის. რეისების რაოდენობა ფართოვდება და ასევე პირდაპირი რეისების გეოფრაფიაც. იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან ბევრი ქართული  საექსპორტო პროდუქტია პოპულარული: ღვინო, „ბორჟომი“ და ბევრი სხვა“, - განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge