png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.09.2023
  • 14:20
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუსს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

შალვა პაპუაშვილმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე ენერგეტიკის სექტორებში. რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ორ ძირითად მიმართულებაზე, - უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ამ მხრივ კი საპარლამენტო დიპლომატიის როლი მზარდია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორად უნდა იყოს გამოყენებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო– რუმინეთს შორის საბორნე ხაზის გახსნას, აგრეთვე, ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას შავი ზღვის დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პროგრესი გააცნო და რუმინეთის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მიღების იმედი გამოთქვა.

მარჩელ ჩოლაკუსმა აღნიშნა, რომ რუმინეთი გულით გულშემატკივრობს საქართველოს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მან მოუწოდა ქართულ მხარეს, მაქსიმალურად გამოიყენოს რუმინეთის რესურსი საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად.

მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა, ეკატერინე სეფაშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge