png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება

  • თავდაცვა
  • 11.03.2016
  • 14:37
 საქართველოში დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფინ ვინკლერის მეთაურობით იმყოფება. დღეს დანიელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო რეზერვის განვითარების გეგმასა და ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლის დაარსების საკითხებს. სკოლა დანიის შიდა გვარდიის ფინანსური დახმარებით დაარსდა და რეზერვის შემადგენლობიდან უმცროსი ოფიცრებისა და სპეციალისტების სხვადასხვა მიმართულებით მომზადებას ისახავს მიზნად. სკოლას პატრონაჟს გაუწევენ დანიის შიდა გვარდია და ესტონეთის თავდაცვის ლიგა.

გენერალურ შტაბში სტუმრობამდე დანიელი გენერალი საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული გვარდიის სკოლის ქართული მხარისთვის გადმოცემის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

„დანიის შიდა გვარდიის დელეგაციის სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დანიელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენ მიღწევებსა და წარმატებებს იმ სასწავლო სკოლის მიმართულებით, რომელიც კრწანისში გაგვაჩნია, ხოლო ხვალ ერთად გავემგზავრებით და ვნახავთ ბაზალეთზე გვარდიის მომზადების ცენტრს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მეგობრობა, ურთიერთდახმარება, რაც მათგან არის, კიდევ უფრო გაიზრდება, გაღრმავდება. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2017 წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება მსგავსი დახმარებები. განაწესი უკვე მათი შეიარაღებული ძალების პარტნიორულ გეგმებშია ჩასმული. ასე რომ, ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთქმედება, ურთიერთდახმარება, განსაკუთრებით ეროვნული გვარდიისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზრდება და გაღრმავდება,” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველ გენერლებთან შეხვედრები დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა შეაჯამა: „პატივი გვქონდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალს შევხვედროდით. ჩვენ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმა განვიხილეთ. გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც მასთან საუბრისას აღვნიშნე, საქართველო და უკრაინა დანიის პარტნიორი ქვეყნებია. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ხვალ ეროვნული გვარდიის ახალი სკოლის გახსნას დავესწრები, რომელიც საქართველოსა და დანიას შორის ერთობლივი თანამშრომლობით დაარსდა. მოუთმელნად ველი ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგს. ასევე ვგეგმავ ქართველ სამხედროებთან შეხვედრას“.

დღესვე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge