png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების პრეტენდენტი

  • მსოფლიო
  • 29.08.2023
  • 12:37
მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების პრეტენდენტი

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ვივეკ რამასვამიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს აღიარებს და დაბლოკავს უკრაინას ნატო-ს გზაზე.

რამასვამიმ საგარეო პოლიტიკაზე თავისი შეხედულებები The American Conservative-ის მთავარ სტატიაში გამოაქვეყნა. „უარვყოფ დამხმარე იდიოტთა სისხლისმსმელ ლაპარაკს, რომლებიც ქადაგებენ უკრაინაში უშედეგო ომს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ორ დიდ მტერს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ამ ომში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ის ჩინეთია. მე წავიყვან ამერიკას მორალიზმიდან რეალიზმისკენ, გავიმეორებ ნიქსონის 1972 წლის ქმედებას: მე ჩავალ მოსკოვში 2025 წელს “, – წერს რამასვამი.

რამასვამი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს მშვიდობას უკრაინაში იმ პირობებით, რომელიც პირველ ადგილზე დააყენებს შეერთებული შტატების ინტერესებს.„ამ მიზნით, მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავპირდები, რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში, სანაცვლოდ კი რუსეთი ჩინეთთან სამხედრო ალიანსიდან უნდა გავიდეს. მე გავაუქმებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე. ამ გზით რუსეთს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის გეგმების შეკავების სტრატეგიულ ფაქტორად ვაქცევ“, – ამბობს რამასვამი.

რამასვამი ამერიკელი ბიზნესმენი და პილიტიკოსია, ამასთან ბიოფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია. მან აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტობის პირველ ტურში გაიმარჯვა რესპუბლიკური პარტიიდან. დონალდ ტრამპი დებატებში არ მონაწილეობდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge