png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში გაანათეს

  • მსოფლიო
  • 24.08.2023
  • 12:48
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში გაანათეს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში გაანათეს.

„ლურჯი, როგორც უკრაინის ცა, ყვითელი, როგორც მისი მინდვრები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს ევროკომისია Twitter-ში.

უკრაინელებს ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპული საბჭოს შენობა კაშკაშა ყვითელ და ლურჯ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ევროპარლამენტის შენობაც.

„ლურჯი და ყვითელი ფერები მამაცი უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლოა. ისინი გვაერთიანებენ და წარმოადგენენ უკრაინის ევროპულ მომავალს. ამაღამ ისინი ანათებენ ჩვენს ევროპარლამენტს, როდესაც ჩვენ შევუერთდებით უკრაინელი მეგობრების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

უკრაინის დროშის ფერებშია ევროკავშირის საგარეო სამსახურის შენობაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენ პატივს ვცემთ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც მამაცურად იცავს თავის სახელმწიფოს და მომავალს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახური განათებულია ლურჯ და ყვითელ უკრაინულ ფერებში“, – წერს ბორელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge