png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია

  • ბიზნესი
  • 22.08.2023
  • 20:09
Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია
  • ელექტრომობილი სრულად პასუხობს შვედური ბრენდის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებს

უსაფრთხოებით გამორჩეული შვედური ბრენდის, ახალი ელექტრომობილი Volvo C40 Recharge ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.  გამორჩეულად ეკომეგობრული და უსაფრთხო ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი.

ახალი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა.  C40-ს შეუძლია 4.7 წამის განმავლობაში 100 კმ-ამდე სიჩქარე განავითაროს. მას აქვს 408 ცხენის ძალა და  სრული დამუხტვის პირობებში, 550 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

ავტომობილში ჩაშენებული ანდროიდსისტემა, გუგლის რუკებითა და „ფლეი სთორით“, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. წარმოებაში გამოყენებულია მეორე თაობის, გაუმჯობესებული ბატარეა. სახლის დამტენის პირობებში სრულად დასამუხტად საჭიროა, საშუალოდ,  4-5 სთ-მდე, ხოლო სწრაფი დამტენის მეშვეობით, ეს დრო 50-60 წთ-მდე მცირდება. Volvo-ს შოურუმში წარმოდგენილ ყველა C40-ს აქვს 2 ელექტროძრავა, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვტ. 

მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი“: „გვიხარია, რომ  ჩვენს შოურუმში უკვე წარმოდგენილია ქროსოვერის ტიპის, სრულად ელექტრიფიცირებული ახალი ავტომობილი - Volvo C40.  ავტოინდუსტრიაში მუდმივი სიახლეები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა სწორედ ის ღირებულებებია, რითაც Volvo-ს უახლესი მოდელები  იქმნება. Volvo-ს ყველა ახალ მოდელს საერთო მიზანი აერთიანებს: გაზარდოს უსაფრთხოდ მგზავრობა და შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც ამ ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი  საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით „თეგეტა“ დასამუხტი სადგურების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და პირველ ეტაპზე, დამატებით, 70 ერთეულამდე ელექტროდამტენის დამონტაჟებას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დამტენების რაოდენობაც გაიზრდება. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო მეტ ინტერესს გავუჩენთ საზოგადოებას ელექტრომობილების მიმართ“.

Volvo-სთვის ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, კორპორაციული მდგრადობის საკვანძო საკითხია. სწორედ ამიტომ ბრენდის მიზანია, რომ 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო დანარჩენი სრულად ელექტრიფიცირებული იყოს. მეტიც, Volvo ასევე გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს.

სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით არის შექმნილი C40-ი. ელექტრომობილი აღჭურვილია Volvo-ს კარგად ცნობილი  უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ახალი C40 განსაკუთრებით  გამოირჩევა თავისი ეკომეგობრულობით. Volvo-მ დიდი ხანია უარი თქვა მანქანის ინტერიერში ცხოველური მასალის გამოყენებაზე და ის უმაღლესი ხარისხის ახალი ქსოვილით „ნორდიკოთი“ ჩაანაცვლა. ავტომობილის ინტერიერში ვიზუალურ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს  შვედეთის რუკის შთაგონებით შექმნილი დეტალები და პანორამული ტიპის ჭერი.

ახალი ავტომობილის საბაზისო ფასი 161 880 ლარია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრო ქროსოვერს სხვადასხვა აღჭურვილობაც დაამატოს და, მეტიც, თავად შექმნას საკუთარი C40 სასურველი კომპლექტაციით.

C40 მომხმარებელს არ აიძულებს, არჩევანი გააკეთოს სიმძლავრის ან  პასუხისმგებლობიანი მართვის სასარგებლოდ. ბალანსი დაცულია. ავტომობილის აჩქარება გლუვია. დამატებითი უპირატესობა ნულოვანი გამონაბოლქვია.

„ვოლვო ქარ საქართველო“ ახალი ელექტრო C40-ით დაინტერესებულ მომხმარებლებს ტესტდრაივზე ჩაწერას სექტემბრიდან შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge