png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია იწყება

  • საზოგადოება
  • 22.08.2023
  • 14:37
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტური, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა ბრუნდება და 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას აცხადებს.

STEM სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. ონლაინ სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ ხარისხიანი, აკადემიური, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მომავალში შექმნან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის - რობოტები. 

STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. სასწავლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ გაიმართება, მოსწავლეები  კი თავად შეძლებენ აირჩიონ გაკვეთილზე დასასწრებად მათთვის სასურველი დღე - შაბათი ან კვირა.  სკოლაში სწავლა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად დამატებით 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკას გადასცემს.

„საქართველოს ბანკის ერთ - ერთი მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი - STEM მიმართულებით მივცეთ სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.   მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით და STEM სკოლის კიდევ ერთი ნაკადი მივიღოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35 - მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს,  რისი მეშვეობითაც, 100 ათასამდე ახალგაზრდას მისცა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.  ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას.“ - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში

STEM სკოლაზე დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge