png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსმა“ შემოიტანა

  • ბიზნესი
  • 17.08.2023
  • 19:16
MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსმა“ შემოიტანა

პირველად საქართველოში, „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის ახალი თაობის ეკომეგობრული, ჰიბრიდული ძრავის ზეთი შემოიტანა. ეს არის NGEN კლასის პირველი ძრავის ზეთი, რომელიც მდგრადობასა და მაღალფუნქციურობას აერთიანებს. 

MOTUL-ი მსოფლიო დონის ფრანგული კომპანიაა, რომელიც 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო ბრენდი სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტად არის აღიარებული. ახალი NGEN სერია კი ბიოლოგიურად მოპოვებული და რეგენერირებული საბაზისო ზეთებისგან შეიქმნა.  

დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: „MOTUL-ის ახალი თაობის ზეთი, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში პირველად შემოიტანა საკვანძო ეტაპია ბრენდის ისტორიაში, რომლისთვისაც სრულიად ახალი ფორმულა შექმნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული ბრენდი ძირითად აქცენტს მდგრად განვითარებაზე აკეთებს და მისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ CO2-ის ემისიების შესამცირებლად და მომავალი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესასრულებლად შეიქმნა ახალი თაობის ზეთის NGEN ტექნოლოგია.“ 

ახალი NGEN-ის სხვადასხვა სერია განკუთვნილია როგორც ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილებისათვის, ასევე - მოტოციკლებისთვის. NGEN  HYBRID კლასი უზრუნველყოფს საწვავის მაღალ ეკონომიურობას, გაუმჯობესებულ დაძვრას, ძრავის უკეთეს რეაგირებას და სისუფთავეს. რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, ის NGEN 5-ისა და NGEN 7-ისგან შედგება. NGEN 5 განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს გადამცემების მყისიერ გადართვას, საწვავის ეკონომიასა და მარტივ დაძვრას. NGEN 7 კი განკუთვნილია სპორტული და მაღალ ფუნქციონალური რეჟიმისთვის, რაც ძრავის მკვეთრ რეაგირებას, ძლიერ მოჭიდებასა და მაღალ ტემპერატურულ მედეგობას უზრუნველყოფს. NGEN-ის ორივე სახეობა აკმაყოფილებს უახლეს API სტანდარტებს და ოფიციალურად სერტიფიცირებულია JASO MA2-ის მიერ.

მსოფლიო დონის ბრენდს, MOTUL-ს „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად 2010 წლიდან წარმოადგენს. ბოლო წლების სტატისტიკით, 2021 წელს „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში კი ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით, კი კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს MOTUL -ის ზეთების რეკორდულ რაოდენობას, 600 ტონას გაყიდიან.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge