png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინამ, შესაძლოა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ სოკ-ი რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის უფლებას მისცემს

  • მსოფლიო
  • 16.08.2023
  • 09:13
უკრაინამ, შესაძლოა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ სოკ-ი რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის უფლებას მისცემს

უკრაინამ, შესაძლოა პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზში ნეიტრალური სპორტსმენების სახით მონაწილეობის უფლებას მისცემს. ამის შესახებ Deutsche Welle სააგენტო  AFP-ზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ვადიმ გუტცაიტს მიაჩნია, რომ უკრაინელების ბოიკოტს შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც  თავიანთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე რუსული იმპერიალიზმის შედეგად დაზარალდნენ. 

„თუ რუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან ეს სპორტის დღესასწაული პროპაგანდის დღესასწაულად გადააქციონ, როგორ ეს თავის დროზე ჰიტლერმა გააკეთა“, - აღნიშნა მინისტრმა. მან იგულისხმა 1936 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ბერლინში გამართული ოლიმპიური თამაშები.

გუტცაიტმა გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აგრესორ ქვეყანას თამაშებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ 35 ქვეყანა მზად არის პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის ნებას დართავენ. „სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინელების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ“, - დაწერა შმიჰალმა ტელეგრამზე და აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან რუსებმა მოკლეს 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი, დაანგრიეს და დააზიანეს 343 სპორტული ობიექტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge