png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეროვნულ ინტერესებზე უარს ამბობს, ვხედავთ, საქართველოს კრემლს ნაწილ-ნაწილ როგორ აბარებენ და რუსული გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ მოსახლეობის აქტიურობას, ქაჯობას უწოდებენ - თეონა აქუბარდია

  • პოლიტიკა
  • 28.07.2023
  • 12:37
ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეროვნულ ინტერესებზე უარს ამბობს, ვხედავთ, საქართველოს კრემლს ნაწილ-ნაწილ როგორ აბარებენ და რუსული გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ მოსახლეობის აქტიურობას, ქაჯობას უწოდებენ - თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს.

პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების პროცესი მიმდინარეობს, რისი დასტურიცაა ის, რომ ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის გათვალისწინებით, სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთს გადაეცა.

„საუბარია აეროპორტის გადაცემაზე არა მხოლოდ რეკონსტრუქციისთვის, არამედ საუბარია ათი ათასს კვადრატულ ტერიტორიაზე. „ქართული ოცნება“ მორიგი ანექსიის ფაქტზე დუმილს ირჩევს ისევ ისე, როგორც ეს ბიჭვინთვის შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლებამ რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუშვა, რუსულ გემებს იღებს და ამ მოცემულობაში რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის პროცესს აგრძელებს. ხელისუფლება ანექსიის პროცესზე ხმის ამაღლებას ვერც კი ბედავს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „იკაოსთან“ მუშაობა მიმდინარეობს და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემაზე მათი მხრიდან დამგმობი ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ. მოცემულობა გვაქვს, როცა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეროვნულ ინტერესებზე უარს ამბობს. ამ ფონზე ვხედავთ, საქართველოს კრემლს ნაწილ-ნაწილ როგორ აბარებენ და რუსული გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ მოსახლეობის აქტიურობას, პირიქით, ქაჯობას უწოდებენ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი სარგებლობის ვადით რუსულ მხარეს გადაეცემა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge