png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რისკზე წასვლა არ ღირს — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

  • ბიზნესი
  • 19.07.2023
  • 18:36
რისკზე წასვლა არ ღირს — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

ზაფხული ავტომობილის მოვლისთვის მნიშვნელოვანი სეზონია. ამ პერიოდში ადამიანების უმრავლესობა ქალაქგარეთ გადის და ავტომობილით შორ მანძილზე გადაადგილდება. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა ექსცესების რისკიც იმატებს. გარდა ამისა, ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. 

ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არ არსებობს მიზეზი, რომელიც დასასვენებლად გამგზავრებამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებას გადაგვაფიქრებინებს. 

თუმცა ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ და კომპეტენტურ ინფორმაციაზე მეტად მეგობრების, მეზობლების, ნაცნობებისა თუ საკუთარ მოგონილ, ყოველგვარი გონივრულობისგან დაცლილ ვარაუდებსა და „არგუმენტებს“ ეყრდნობიან. მაგ.: „ზაფხულში სულ ზამთრის საბურავებით დავდივარ და არაფერი მომსვლია“; „ჩემმა მეზობელმა ზეთი ბოლოს 3 წლის წინათ გამოცვალა და კი დადის მშვენივრად“ და ა.შ.

სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და ტრადიციულად, ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოგვიწოდებს. 

კამპანიის მთავარი ვიდეო და პრინტსერია ავტომობილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული შეგონებების არაგონივრულობას წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და აღნიშნულ მითებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. რისკზე, რომელიც შეიძლება უსიამოვნო და სანანებელ მოგონებად ექცეთ. 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზაფხულის პერიოდში, შვებულებაში გასვლამდე, ადამიანებს დროის დეფიციტი და უამრავი ხარჯი აქვთ. ამიტომაც დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით ცდილობენ, ავტომობილის გამართვის საჭიროებას თავი და თვალი აარიდონ. ავტომობილის მოვლის შესახებ გავრცელებული, საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპული მოსაზრებები და მითები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არაგონივრულ შეგონებებს კომპეტენტური აზრებითა და ფაქტებით დავპირისპირებოდით და ზაფხულის პერიოდში მძღოლებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია მიგვეცა“. 

„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ახალი კამპანიის მიზანიც ის არის, რომ მძღოლებს გამართული ავტომობილით გადაადგილებისკენ მოვუწოდოთ.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გვინდა, მძღოლებს იმის გააზრებაში დავეხმაროთ, რომ გაუმართავი ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება  მხოლოდ ერთჯერადი გამართლება იყოს — შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეექმნა, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ მეორე მძღოლის ზაფხული ექსცესების გარეშე ჩაივლის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და გარშემომყოფების არაკომპეტენტურ შეგონებებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. 

ავტომობილის გამართვა კი სწორედ ის საკითხია, რომლის შესახებაც გარშემომყოფების აზრები არ უნდა გავითვალისწინოთ და ყურადღება პროფესიონალების რეკომენდაციებს მივაქციოთ — იქ, სადაც საქმე უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ეხება, რისკზე წასვლა არ ღირს“. 

სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსში“ გვირჩევენ, სხვისი აზრებისა თუ გაგონილი მითების მიუხედავად, გამგზავრებამდე ჩვენი ავტომობილი სათანადოდ მოვამზადოთ. საფრთხეს, დამატებით ხარჯებსა თუ უსიამოვნო მოგონებებს თავი ავარიდოთ — გამგზავრებამდე შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა. 

მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსში“ აღნიშნულ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები დაგხვდებათ. 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge