png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საგარეო ვალმა 14.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 90.9 პროცენტია

  • ეკონომიკა
  • 30.09.2015
  • 18:04
საგარეო ვალმა 14.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 90.9 პროცენტია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი (31.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 90.9 პროცენტია; 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 341.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მლრდ აშშ დოლარი (9.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 233.0 მლნ აშშ დოლარი (524.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 837.7 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი) და 605.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი). კერძო საგარეო ვალმა კი შეადგინა 8.2 მლრდ აშშ დოლარი (18.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 52.8 პროცენტი), აქედან,

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.9 პროცენტი), კერძო საწარმოების საგარეო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.1 მლრდ აშშ დოლარი (20.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 58.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (7.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.9 პროცენტია.

2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 233.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge