png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის პროექტის მონაწილე ქართული კომპანია wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა

  • ბიზნესი
  • 18.07.2023
  • 11:39
საქართველოს ბანკის პროექტის მონაწილე ქართული კომპანია wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა

სასაჩუქრე ბარათების ქართული ვებ პლატფორმა wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ახლა აქვს შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი პროდუქტი უზბეკეთის ბაზარს შესთავაზოს და მიიღოს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ისარგებლოს 7.5%-იანი საშემოსავლო და 0%-იანი კორპორაციული გადასახადით, რომელიც ტექ. პარკის რეზიდენტებისთვის მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ wowchy საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის 11 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც უზბეკეთში  22 ადგილობრივ კომპანიასთან შესახვედრად გაემგზავრა. 

საქართველოს ბანკისა და USAID-ის მიზანს ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების ხელშეწყობისთვის, ქართულ ICT კომპანიებსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის B2B შეხვედრების გამართვა წარმოადგენდა, რომელიც დაეხმარებოდა მონაწილეებს, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ბიზნესების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში. ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები უზბეკეთში ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსაც  შეხვდნენ.

„აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, IT Park-ის წარმომადგენლებს და გავეცანით იმ შესაძლებლობებს, რასაც რეზიდენტობა გვაძლევდა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გაგვეხსნა უზბეკეთში კომპანიის წარმომადგენლობა“, - აღნიშნავს თათია ხაინდრავა, wowchy-ს თანადამფუძნებელი.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ინიციატივების ფარგლებში უკვე 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შევქმენით განვითარების ახალი შესაძლებლობები. ამასთან, ძალიან გვახარებს, როდესაც ვხედავთ, ჩვენი პროექტების მონაწილე კომპანიების წარმატებას ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე. wowchy-ს მიერ უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვულოცავთ კომპანიის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი ბაზრის ათვისებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერი. 

ინფორმაციისთვის, wowchy პირველი სასაჩუქრე ბარათების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები სახლიდან გაუსვლელად, გადაიხადონ ონლაინ და გაუგზავნონ საყვარელ ადამიანებს ციფრული სახით მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სულ რამდენიმე წუთში.

დღეს wowchy-ს პარტნიორების რაოდენობა 300-ს უტოლდება. კომპანიას შემოსავლების 400%-იანი ზრდა აქვს.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge