png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა - პენიტენციური სამსახური

  • საზოგადოება
  • 14.07.2023
  • 22:05
პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.

„2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან.

2023 წლის 20 მარტს, თითქმის ოთხი თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მსჯავრდებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს.

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან შვიდი თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი.

ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა.

ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ კადრებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge