png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ შეხვედრას გამართავენ

  • ეკონომიკა
  • 12.07.2023
  • 16:52
საქართველოს ბანკი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ შეხვედრას გამართავენ

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობას. აგრომიმართულებით ტექნოლოგიების იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, წარმოების პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად და ეფექტურობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, 18 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ში აგროსექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესშეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტები მონაწილეებს აგრომიმართულებით ტექნოლოგიური გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ გაესაუბრებიან.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

ედვარდ შერმადინი, აგროექსპერტი;

ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრონომი და სერტიფიცირების პროფესიონალი;

ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრომიმართულების ხელმძღვანელი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ირიგაციისა და ფერტიგაციის თანამედროვე მეთოდებს, სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება მათ, გაზარდონ წარმოების მოცულობა. ასევე, მონაწილეები გაიგებენ თუ როგორ იმუშაონ ფენოლოგიური ფაზებსა და პროდუქტიულობის რუკის განსაზღვრაზე, მეტეოროლოგიური სადგურების, ამინდზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით.

„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში აგრობიზნესების განვითარებას. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების დიდი ნაწილი მიმართულია სამუშაო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისკენ. ამისათვის კი არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ორგანიზებული შეხვედრა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც აგროსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის სპეციალისტებთან ერთად ისაუბრონ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარმოების მაქსიმიზაციის შესაძლებლობებზე, გაიგონ მეტი სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ და ფეხი აუწყონ მსოფლიოში არსებულ აგრო სექტორის ტენდენციებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის  აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:  https://go.bog.ge/3D9MOSd

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge