png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკის და წიგნების თაროს ინიციატივით, „სტუდენტური პოდკასტების“ სერია იწყება

  • საზოგადოება
  • 04.07.2023
  • 12:18
საქართველოს ბანკის და წიგნების თაროს ინიციატივით, „სტუდენტური პოდკასტების“ სერია იწყება

საქართველოს ბანკი მიზანდასახული, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის შესაძლებლობებს ქმნის.

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა უფრო მეტი გაიგო საყვარელი მწერლების შესახებ, აღმოაჩინო ახალი წიგნები და მარტივად იპოვო პასუხი კითხვაზე „ახლა რა წავიკითხო?“,  მაშინ შემოგვიერთდი Spotify-ზე ან Soundcloud-ზე. ჩვენ „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტს“ ვიწყებთ.

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს ინიციატივით, კითხვის მოყვარულთათვის თანამედროვე და კლასიკური შედევრების, ბესტსელერებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ „წიგნების თაროს სტუდენტური“ პოდკასტი შეიქმნა. პოდკასტის მეშვეობით შეგიძლია, მიიღო მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია წიგნების შესახებ, აღმოაჩინო ახალი მწერლები და იმოგზაურო ლიტერატურის სამყაროში საინტერესო  სტუმრებთან ერთად. პოდკასტის წამყვანები წიგნების თაროს ყოფილი მონაწილეები - ანა ჯაფარიძე, გოგა გუგავა და შაკო ბრეგაძე არიან. პოდკასტის სერია 10 ეპიზოდს გააერთიანებს, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება.

„საქართველოს ბანკის გუნდის მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებს მივცეთ განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ამისათვის კი არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ინიციატივას ვუჭერთ მხარს. წიგნების თაროსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის, ერთობლივად კი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ზოგადი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვფიქრობთ, „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტი“ ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების საინტერესო შესაძლებლობაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს მათ თანატოლებს, ლიტერატურის მცოდნეებსა და მწერლებს, მათთვის საინტერესო წიგნებსა და ავტორებზე სასაუბროდ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში, სატელევიზიო პროექტში 223-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო. 

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინიციატივას გვპირდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge