png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სასწაული ტექნიკურ უნივერსიტეტში - ჯრუჭის სახარების გამოფენა!

  • კულტურა
  • 10.03.2016
  • 17:47
სასწაული ტექნიკურ უნივერსიტეტში - ჯრუჭის სახარების გამოფენა!

მათთვის, ვისაც საქართველოს ისტორია ეამაყება! მათთვის, ვისაც საქართველოს ისტორიის უკეთ გაცნობა სურს და ვისაც არასდროს უნახავს ჯრუჭის სახარება 15 მარტს იხსნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს კარი. თქვენ ნახავთ სასწაულს!

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 15 მარტს, 14:00 საათზე გამართავს გამოფენას „ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“.

გამოფენის მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს.

გამოფენა გაიმართება საქაართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში. ქიმიური ტექნოლოგიიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის III სართულზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაო-კლარჯული ხელნაწერის ჯრუჭის I სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ისტორიას თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ხელნაწერების გადაწერის კულტურა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის სამუშაოების ამსახველი ბანერები, რომლებზეც ასახული იქნება სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერების რესტავრაციის პროცესები: ხელნაწერის გაწმენდის, ახალი ყდის შექმნის, ხელნაწერის ხელახლა აკინძვისა და სხვა ძალიან საინტერესო პროცესები.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.

ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge