png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მოგზაურობის 25 წელი - „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

  • საზოგადოება
  • 03.07.2023
  • 18:25
მოგზაურობის 25 წელი - „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა“ მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი საქართველოში 1998 წელს გახდა. ეს ისტორიული ხელშეკრულება „თეგეტამ“ დაარსებიდან ზუსტად 3 წელში გააფორმა.

25 წლის წინათ იაპონური ბრენდისთვის კავკასიის რეგიონში პირველი შეკვეთა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი 500 ცალი საბურავი იყო. საუკუნის მეოთხედის შემდეგ კი, 2022 წელს, „თეგეტა მოტორსის“ მიერ საქართველოში გაყიდული „ბრიჯსტოუნის“ საბურავების მაჩვენებელი 71 000 ცალი გახლდათ, ხოლო მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში - 40 000 ცალი.

სწორედ „ბრიჯსტოუნთან“ დადებული ხელშეკრულებით დაიწყო „თეგეტამ“, რომელიც იმ პერიოდში ავტოინდუსტრიაში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა,  საერთაშორისო მასშტაბის პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა. ახლა „თეგეტა“ ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა რეგიონის მასშტაბით, „ბრიჯსტოუნი“ კი - საბურავების მიმართულებით მსოფლიო გიგანტი ბრენდი. 

25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, „თეგეტა მოტორსი“ რეგიონში დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება. 

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი:  „90-იანი წლების მიწურულს, მოძველებული ავტოპარკის პირობებში, ქართულ ბაზარზე იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავების შემოტანა მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს „ბრიჯსტოუნის“ საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებით. განვლილი 25 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ორივე ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირებისთვის, ასევე მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პრემიუმ კლასის საბურავების ბრენდის საქართველოში შემოტანა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა როგორც ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“.

კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.

„ბრიჯსტოუნის“ საბურავების უპირატესობებს შორისაა: გამძლეობა და მდგრადობა; საწვავის ეკონომია; ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. უსაფრთხოება და უმაღლესი სტანდარტი საქმიანობასა და პროდუქტში „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ თანამშრომლობის განმსაზღვრელი პირობაა.

სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ბრენდის სხვადასხვა ტიპის საბურავი - ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი ან თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, „ბრიჯსტოუნის“ ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება. 

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი:  „სწორედ ღირებულებებისა და მდგრადი ხედვის თანხვედრა იქცა „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ გადაკვეთის მთავარ წერტილად, რამდენადაც ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიდგომებმა განსაზღვრა „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული თანამშრომლობა. „ბრიჯსტოუნის“  საბურავების საქართველოში შემოტანით „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთარ ღირებულებებზე: ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კომფორტი. წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს „თეგეტა მოტორსის“, როგორც  „ბრიჯსტოუნის“ დილერის, სტატუსი მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა“.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია მათი საერთო ღონისძიება Bridgestone Black Sea Cup, რომელიც საქართველოში 2006-იდან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა. ავტორბოლაში მონაწილეობდა ყველა, ვისაც მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია ჰქონდა. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი „ბრიჯსტოუნის“, როგორც პრემიუმ ბრენდის, პოპულარიზაცია, ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობაში მისი პროპაგანდა იყო.

მნიშვნელოვანი თარიღის, „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნად საქართველოში მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge