png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, ბაღდადში შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე ასობით ადამიანი შეიჭრა

  • მსოფლიო
  • 30.06.2023
  • 00:53
სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, ბაღდადში შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე ასობით ადამიანი შეიჭრა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოზე ასობით ადამიანმა იერიში მიიტანა, ისინი სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. იუწყება SVT.

შიიტების გავლენიანმა ლიდერმა მოქტადა ას-სადრიმ თავის მიმდევრებს ქუჩაში გამოსვლისა და ყურანის დაწვის გამო პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მისი მიმდევრები ბაღდადში შვედეთის საელჩოსკენ გაემართნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცლებულ ვიდეოში ჩანს ადამიანთა დიდი რაოდენობა როგორც შენობასთან, ისე საელჩოს კომპლექსის შიგნით. მედიის ცნობით, შვედეთის საელჩოსთან არეულობა 15 წუთს გაგრძელდა, რომელიც მას შემდეგ დასრულდა, რაც ადგილზე უსაფრთხოების ძალები გამოჩნდნენ.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ. „ჩვენ კარგად ვართ ინფორმირებული არსებული სიტუაციის შესახებ, ჩვენი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათთან რეგულარული კავშირი აქვს“, - განაცხადეს უწყებაში.

28 ივნისს, სტოკჰოლმში მეჩეთთან ახლოს სკანდალური აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორმა სალვან მომიკამ ყურანის დაწვის შესახებ დადებული პირობა შეასრულა. მან ჯერ შვედეთის ჰიმნი ჩართო და შვედეთის დროშა ააფრიალა, შემდეგ კი ყურანიდან გვერდების ამოხევა დაიწყო და ცეცხლი წაუკიდა.

ყურანის დაწვამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, იორდანიაში, ერაყსა და ირანში, მაროკომ კი შვედეთიდან თავისი ელჩი გაიწვია.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურანის დაწვის ფაქტი დაგმო და პირობა დადო, რომ ანკარის რეაქცია ყველაზე მტკიცე იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge