png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის ახალი, ინოვაციური პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი შექმნა

  • საზოგადოება
  • 29.06.2023
  • 11:09
საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის  ახალი, ინოვაციური  პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი  შექმნა

საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას - ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს.

ბიზნეს მენეჯერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები ჰარმონიულად მართოს და საკუთარი ბიზნესის დირიჟორი თავად გახდეს.

პლატფორმა სამ მნიშვნელოვან პროდუქტს აერთიანებს. ესენია: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი.

Ads მენეჯერი ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში ეხმარება. კონკრეტულად კი, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, სრულიად ციფრულად შექმნას შეთავაზებები, შეარჩიოს ზუსტი სამიზნე აუდიტორია და მისწვდეს საქართველოს ბანკის 1 200 000- ზე  მეტ ციფრულ მომხმარებელს. 

ასევე, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, შეთავაზების შექმნის მომენტიდან  თვალი ადევნოს განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობას რეალურ დროში და ნახოს  შეთავაზების შედეგის დეტალური რეპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმა ბიზნესს აწვდის მომხმარებლის ანალიტიკას, მათ შორის დეტალურ ინფორმაციას ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლის რაოდენობისა და დემოგრაფიული მონაცემების - მომხმარებლის ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევის შესახებ.

გადახდების მენეჯერი  გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ- ნაწილ, BOG ავტორიზაციით და Google Pay-თ გადახდა) ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. უფრო კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით ბიზნესები საქართველოს ბანკის ონლაინ და ოფლაინ არხებით მიღებული გადახდების სრულიად დამოუკიდებლად მართვას ახორციელებენ.  გადახდების მენეჯერი ასევე იძლევა ანგარიშსწორების  სწრაფი წარმოებისა და სერვისებზე მეტი ინფორმაციის, ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას. ფუნქციონალის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ის ბიზნესისთვის ამარტივებს ისეთ საოპერაციო პროცესებს, როგორიცაა თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და ა.შ. ასევე, პლატფორმის მეშვეობით ბიზნესს აქვს საშუალება, თვალი ადევნოს ტრანზაქციულ ანალიტიკას, მაგალითად:  გადახდის რომელი მეთოდია მისთვის მომგებიანი და ეფექტური. ბიზნესს ასევე ეძლევა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბარათებით ხდება უმეტესწილად გადახდა, რის საფუძველზეც შეუძლია გაიგოს ვინ არის მისი მომხმარებელი, სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი სწორი მიმართულებით.

API მენეჯერი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა API სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორი ციფრული ბიზნესებისათვის. უფრო კონკრეტულად კი  მომხმარებელს აძლევს წვდომას ბიზნეს ინტერნეტბანკის,  ღია ბანკინგის და BOG ID -ის API  სერვისებზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ქმნის შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფებში, საბანკო ფუნქციონალი მარტივად ჩააშენოს.

„საქართველოს ბანკი მუდმივად აკვირდება ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ სწორედ ის პროდუქტი და სერვისი, იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ბიზნეს მენეჯერი, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს. ახალი, ინოვაციური პლატფორმა ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მართოს და ისარგებლოს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული, მისთვის სასურველი პროდუქტებითა თუ სერვისებით, მისწვდეს უფრო დიდ აუდიტორიას, უკეთესად გაიგოს  თუ ვინაა მისი მომხმარებელი, ნახოს ანალიტიკა, რომლის გამოყენებითაც  მარტივად შეძლებს დაინახოს თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნესს განვითარებისთვის და გახდეს საკუთარი ბიზნესის დირიჟორი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge