png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინიციატივით თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 20.06.2023
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინიციატივით თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“თბილისის ერთ-ერთი საბავშვო სივრცის გამწვანებაზე იზრუნა. ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე ცენტრალური პარკის ტერიტორიას, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ხეები, ყვავილები და დეკორატიული ნარგავები შეემატა. გამწვანების აქცია „ტოიოტას“ გლობალურ სტრატეგიას ეხმიანება.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ტოიოტასთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ გლობალურ სტრატეგიას მიყვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც.“ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და წვლილი შევიტანოთ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. ვფიქრობ, რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, პასუხისმგებლობიანი კომპანიების სიმრავლე და მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

გლობალურად, „ტოიოტა“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი საქმიანობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. იაპონური ბრენდი ეკოლოგიური პოლიტიკის დახვეწაზე მუდმივად ზრუნავს. მათ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყეს, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დაარსების დღიდან იზიარებს გლობალურ ეკოლოგიურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. გარემოსა და  ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში იაპონური ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ტენესთან“. თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა გროვდება. შედეგად ნარჩენი გარემოში აღარ ხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე „ტენე“ ზრუნავს.

აქტივობებს შორისაა აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე 1000 ძირი მუხის ნერგის დარგვა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა იმ მომხმარებლების სახელით დაირგა, რომლებმაც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები შეიძინეს.

ასევე, კომპანიის თანამშრომლები წელიწადში რამდენჯერმე გეგმავენ და მონაწილეობენ დასუფთავებისა თუ გამწვანების აქციებში. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიური პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge