png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მეწარმე ქალთა გადამზადებას წარმატებით აგრძელებენ

  • საზოგადოება
  • 19.06.2023
  • 16:04
საქართველოს ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მეწარმე ქალთა გადამზადებას წარმატებით აგრძელებენ

საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” წარმატებით გრძელდება. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებმა ხუთდღიანი ტრენინგები გაიარეს, რაც  მათ ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მეხუთე ნაკადში მონაწილეობა 29 მეწარმე ქალმა მიიღო. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. 

პირველ დღეს პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმო გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს.  მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნენ. ასევე, გაიგეს თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები;  ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

„მეწარმე ქალთა განვთარების პროგრამა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს  მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს,  (როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ კომპანიებს) კიდევ უფრო მეტი თეორიული ცოდნა მიიღონ პრაქტიკოსი, გამოცდილი მენტორებისგან. პროგრამა მეწარმეების ინტერესებსა და საჭიროებებს პასუხობს და მათ სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. 

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ, აღნიშნა, რომ გენდერული განსხვავების აღმოფხვრა თანამედროვე საზოგადოების და ეკონომიკის წარმატებული განვითარების წინაპირობაა.  „დღეს მსოფლიო კვლავ ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებსა და უთანასწორობას განვითარების ყველა სფეროში. UNDP-ის უახლესი გლობალური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 ქალთა მიმართ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ეთანხმება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ზრდასრულ ქალთა განათლების დონე უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, ქალების საშუალო შემოსავალი მაინც 39 პროცენტით ნაკლებია კაცების შემოსავალზე. გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, კერძო სექტორთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მივესალმებით საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას და  შვედეთის მტავრობის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა მეწარმე ქალთა ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღეს, როდესაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპს ვახორციელებთ, ჩვენი ხელშეწყობა საქართველოს ყველა კუთხეზე ვრცელდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა ჩერნიშოვამ. 

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 100 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge