png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება

  • საზოგადოება
  • 15.06.2023
  • 16:51
ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება

„თეგეტა ჰოლდინგი“, დედაქალაქთან ერთად, რეგიონების კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა. ნაგავმზიდები, ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი - ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა დაბა ბაკურიანს მოემსახურება. 

გიორგი ბაინდურაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი: „მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის ავტოპარკს ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ბრენდის, ფრანგული Renault Trucks-ის უახლესი მოდელები შეემატა. ჩვენი კომერციული ტექნიკა მაღალი გამავლობისაა, ძნელად მისადგომ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ განვითარებას“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. გამარჯვებული „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი „თეგეტამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკა მიაწოდა.

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს - Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG, Renault Trucks და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge