png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 15.06.2023
  • 16:43
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ბიზნესს განვითარებისთვის საჭირო სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს და ასევე,  მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია დარგის ექსპერტებისგან. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 14 ივნისს, 4B სივრცეში სემინარი გამართა. შეხვედრა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ ჩაატარა, რომელმაც ბიზნესის განვითარებისთვის სწორად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სემინარის დამსწრეებთან ერთად გამართული ბუღალტერიის, როგორც ორგანიზაციის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის შესახებ ვისაუბრეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესებისთვის გაგვეზიარებინა ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ჩვენი კომპანიის 100-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით დაგვიგროვდა“, - განაცხადა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ.

„ჩვენ, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა,  ელექტრონული კომერცია და სხვა. სწორედ ამ მიზნით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობთ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ გაძლიერდნენ და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მუდმივ მცდელობას, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების  სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.

სემინარი საქართველოს ბანკის, FAS Group-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და BPN Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge