png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რთული ასატანია, როცა რუსული საქმის მკეთებლები ვითომ პროდასავლურად დეკლარირებენ, წინ გისხედან პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალეს - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 14.06.2023
  • 16:10
რთული ასატანია, როცა რუსული საქმის მკეთებლები ვითომ პროდასავლურად დეკლარირებენ, წინ გისხედან პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალეს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა რუსულ თემაზეა საუბარი, მომხდარის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. „რომ არა ჩვენი, -  პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი აქ რა მოხდებოდა. მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს თმენის ვალდებულება არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პარტიას წარმოადგენენ, რომელმაც, თავის მხრივ, ომის დანაშაულში ქართველი სამხედროები დაადანაშაულა, მათგან  ამ არგუმენტებს მიღება შეუძლებელია“, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, ის კარგად იცნობს შშმ პირების თემებს, როგორც პროფესიული, ისე წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე და  ოჯახიდანაც, „როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაცა და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში ამ პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

„ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ  ადამიანებმა. შშმ პირებს, ბავშვებს, დაჭირდათ რომ ხელები დაეფარათ ყურებზე და ყურებში თითები გაირჭეს, რომ ამ უბედურებისთვის, ამ საშინელებისთვის არ შეეხედათ, ამის კადრება არ შეიძლება. „ნაცი“ კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან და ათასგვარი  უბედურების წარმომადგენელი, მაშინ არ უნდა იკადრო ეს. სწორედ ეს იყო ჩემი რეაქციის საფუძველი, რომ დიახ, მე დაუკარი ამ პერფორმანს ტაშიო და ბავშვები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება კორექტულად ეს შეაფასო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge