png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი, რომელსაც აქციის ღამეს, მანქანასთან ერთად დაეწვა 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი და1 300-ლარიანი სათვალე

  • სამართალი
  • 14.06.2023
  • 00:07
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი, რომელსაც აქციის ღამეს, მანქანასთან ერთად დაეწვა 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი და1 300-ლარიანი სათვალე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე, რომლის ავტომობილის დაწვასაც ედავება ბრალდებულ გრიგორიადისს პროკურატურა.

პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის მანქანას ათზე მეტი დემონსტრანტი აზიანებდა, ასხამდა საღებავს და ურტყამდა, რის შემდეგაც იგი რუსთაველზე ამოაგორეს და ერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ ამოატრიალეს მისი სამსახურებრივი ავტომობილი და როგორ გაუჩნდა მას ცეცხლი, მაგრამ მათი ამოცნობა ვინც ეს გააკეთა არ შეუძლია.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ შსს-ს თანამშრომლის პირვანდელ ჩვენებასა და სასამართლოზე ნათქვამს შორის შეუსაბამობა იყო, რადგან, თავდაპირველად გიორგი მაისურაძე ჩვენებაში ამბობდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები სოციალურ ქსელში ნახა და ის ფაქტი, რომ მან ეს ყველაფერი ადგილზე დაინახა, თავდაპირველ ჩვენებაში მითითებული არ ჰქონდა.

გრიგორიადისის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ პოლიციელს აქციის ღამეს სამსახურებრივ მანქანაში ეწყო ძვირადღირებული პირადი ნივთები. ლიკა ბითაძის თქმით, პოლიციელი ჩვენებაში წერდა, რომ იმ ღამეს მანქანასთან ერთად დაიწვა მისი ფეხსაცმელი, 7 000 ლარის ღირებულების, სმარტ საათი, რომლის ფასიც 3 200 ლარია, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები.

პოლიციელმა დაადასტურა სასამართლოში, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნოდა, არ უარყო არც მათი ღირებულება და თქვა, რომ ყველა ნივთი თავად შეიძინა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ეს დაადასტურა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პოლიციელის შემოსავლით დაინტერესდნენ. პროკურატურამ ეს კითხვა გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა. 

ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge