png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

  • საზოგადოება
  • 02.06.2023
  • 20:43
სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა  და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზებით, ღონისძიებაზე მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იქნება წარმოდგენილი. 

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. „მწვანე ბაზრის“ ტერიტორიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში 13:00-იდან 20:00 საათამდე  გაიმართება ვორქშოპები და საუბრები გარემოზე ზრუნვასა და პლანეტის მწვანე მომავალზე.

ფესტივალის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით შეაქვთ წვლილი პლანეტის კეთილდღეობაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ მწვანე მომავალზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს. ამ თემაზე სასაუბროდ ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. თეგეტას სივრცეში გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ პლანეტაზე ზრუნვის საკითხებზე და საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის მიმართულებები“.

4 ივნისს ფესტივალზე მისულ სტუმრებს ეკო მარკეტი დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვინტაჟური ნივთი, სოციალური საწარმოებისა და მწვანე მეწარმეების ნამუშევრები, მდგრადი მოდისა და პროდუქტის შემქმნელების ნამუშევრები, ვინტაჟური სამოსის აქსესუარები. ასევე მარკეტზე იქნება შეკეთებული ნივთების ზონა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ვორქშოპებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge