png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თეგეტა გარემოსთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • საზოგადოება
  • 01.06.2023
  • 19:24
„თეგეტა გარემოსთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“ მონაწილეობდა. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსზე საუკეთესოები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. თეგეტასათვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთეთ კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო შეფასება დავიმსახურეთ, როგორც მსხვილმა კომპანიამ. ვიმედოვნებთ, სხვა ბიზნესებისთვისაც შევძლებთ მაგალითის მიცემას მდგრადი განვითარების  მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და კონკურსში ჩართულ პირებს „თეგეტას“ პროექტებით დაინტერესებისა და ჯილდოსთვის“.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. წლევანდელ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს. Meliora-ს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მონაწილე ჰყავს. წელს კონკურსში, სულ, 60 კომპანია ჩაერთო, ჯამში, 80 პროექტით.

„თეგეტა ჰოლდინგი“ წარდგენილი იყო პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“, რომელიც კომპანიის „მწვანე ინიციატივებს“ აერთიანებს.

ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ამ მიზნით შეიქმნა თეგეტას შემადგენლობაში ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავისა და აკუმულატორის შეგროვებას და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადაცემას.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ოფისებსა და სერვისცენტრებში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას უზრუნველყოფს და პარტნიორ საწარმოებს აბარებს.

ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს. ეს, პირველ რიგში, მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტს გულისხმობს.

ამასთანავე, თეგეტა, შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს ელექტრომობილების - გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ამ პროექტების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და „თეგეტა ჰოლდინგი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ გამარჯვებულად დაასახელა.

ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი: „კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესკომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნესკომპანიებს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას“.

დაჯილდოების ღონისძიებას კი 250 სტუმარი ესწრებოდა მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge