png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო - გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკიზე

  • პოლიტიკა
  • 01.06.2023
  • 15:53
არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო - გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკიზე

არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

ვოლსკის ჰკითხეს როგორ შეაფასებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „ბელარუსსა და საქართველოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში მიათრევენ“.

მისი თქმით,ზელენსკის განცხადება პირველი არ არის.

„მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო. მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა, ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე”.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge