png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, მან დაკარგა უპირატესობა - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 31.05.2023
  • 18:31
რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, მან დაკარგა უპირატესობა - პრეზიდენტი

რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ძალიან ხშირად გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, იმიტომ რომ ევროპა არ იზიარებს ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ იმ ბნელი ძალების გავლენა, რომლებიც ცდილობენ ჩვენი დემოკრატიული მომავალი შეაფერხონ. ევროპა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. მიუხედავადმისი ნაკლები დემოკრატიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი წინსვლა ევროპისკენ.

ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის უფრო დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილი, მე ვთვლი რომ უკრაინის გამარჯვება იქნება ამის საფუძველი უკრაინამ რასაც მიაღწია 22 წელს ეს არის ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ 2008 წელს და უკრაინამ ვერ მიაღწია 2014 წელს. ეს არის რუსეთის ზრახვების გამოვლენა. რუსეთი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად გაამართლოს თავისი აგრესია და ომები. 

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის აგრესია ახალისებს არა ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ბუნება, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიპყროს შეშინებით და ძალით. 

სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ როცა მწვანე კაცუნები შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს. ნატოს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ამიტომ, ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ რეკომენდაციები ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოება და უშიშროება და ჩვენ ვთვლით რომ ეს ვაჭრობა რუსეთთან არის ამორალური და არ უნდა მივცეთ საშალება რუსეთს რომ კომპენსაცია მიიღოს უკრაინაში წამოწყებული აგრესიისთვის. რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა... ახლა გაჩნდა ამის შეგრძნება და განცდა, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის მიუჯდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და როგორი ტიპის მოლაპარაკებები წარიმართება, - ამბობს ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი]

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge