png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი

  • ბიზნესი
  • 29.05.2023
  • 19:31
Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი

Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალე, ივნისის პირველივე კვირაში  იხილავს.

უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემების დახმარებით, ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, როგორიც მაგალითისთვის, ავტომობილის კარის გაღების შედეგად ველოსიპედისტების დაზიანებაა. ევროპის ზოგიერთ ქალაქში უბედური შემთხვევების მეხუთედი სწორედ მსგავს ფაქტებზე მოდის.

ასეთი ინციდენტების შესამცირებლად, Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ასა ჰაგლუნდი,  ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი: ,,ავტომობილებს, ქვეითებს და ველოსიპედისტებს, თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაიცვან მოძრაობის წესები და გაითვალისწინონ გარშემომყოფები. Volvo EX30-ით ჩვენ ახალ დონეზე აგვყავს ქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით თანამედროვე გადატვირთულ უბნებში“.
 

უახლესი დამცავი სისტემები

თითქმის არ არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სცენარი, რაც ვოლვოს ახალ EX30- ში გათვალისწინებული არ არის. მასში ჩამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემები ეფუძნება კვლევას, რა დროსაც რეალურ სამყაროში მომხდარი უბედური შემთხვევები შეისწავლეს. მიღებული მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი ვოლვოს ინჟინრებმა უსაფრთხოების უნიკალური ტექნოლოგია შექმნეს.

დაცვის მაღალი დონე ყველა დეტალში გათვალისწინებულია, კარკასით დაწყებული, მექანიზმით დასრულებული.

EX30-ის შასი და უსაფრთხოების კარკასი აგებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის სხვადასხვა ფორმით, რაც ავარიის ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ასევე ახალ ელექტრომოდელში მძღოლის სავარძლის შიდა მხარეს უსაფრთხოების გვერდითა ბალიშია განთავსებული,  რომელიც იცავს მას თავისა და გულმკერდის დაზიანებისაგან, გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.

მანქანა, რომელიც გეხმარება, როცა ეს გჭირდება

EX30-ი აღჭურვილია გაფრთხილების სისტემით, რომელიც აკვირდება მძღოლის მოტორიკას, მოძრაობის ინტენსივობას და სიტუაციასთან შესაბამისობას. გარდა ამისა, ამოიცნობს, თუ როდის უშვებს მძღოლი  საჭეს ხელს. ავტომობილს ასევე აქვს სპეციალური სენსორი, რომელიც მძლავრი ალგორითმებით მუშაობს და საჭის უკან მდებარეობს. ის თვალებსა და სახეზეა კონცენტრირებული და მიმიკებს წამში დაახლოებით 13-ჯერ ზომავს. ამ გზით სისტემა იღებს ინფორმაციას მძღოლის მდგომარეობის შესახებ, ხომ არ არის მისი ყურადღება გაფანტული, ხომ არ ეძინება ან ხომ არ მოდუნდა ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.


ასევე ავტომობილს აქვს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ EX30-ს სხვა მანქანა მოულოდნელად გადაუჭრის გზას, ის ავტომატურად დაამუხრუჭებს.

დამატებით დეტალებს  EX30-ის შესახებ მომხმარებელი უკვე 7 ივნისს შეიტყობს, როდესაც სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის გლობალური დებიუტი შედგება. იმავე დღეს, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება შესაკვეთად ან წინასწარი შეკვეთისთვის შერჩეულ ბაზრებზე.
 

--

გასულ წელს Volvo Car Group- ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა.  გლობალური მასშტაბით  ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა      330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.  

სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ,,ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. ,,თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge