png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში სისხლიანი ომის პარალელურად შოულობს ასეულობით მილიონს, ყველა არგუმენტი არსებობს მისი დასანქცირების - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.05.2023
  • 14:47
ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში სისხლიანი ომის პარალელურად შოულობს ასეულობით მილიონს, ყველა არგუმენტი არსებობს მისი დასანქცირების - ლევან ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში სისხლიანი ომის, ბავშვების ხოცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პარალელურად შოულობს ასეულობით მილიონს და შესაბამისად, ყველა არგუმენტი არსებობს იმის, რომ მოხდეს მისი დასანქცირება,  - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში მოხდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება.

„სისხლიანი ომის პარალელურად, როცა უკრაინაში ხოცავენ ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ამ ომით ყველაზე მეტად სარგებლობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ასეულობით მილიონს გამოიმუშავებს. შავი ფულის ტრიალით საქართველოში, სანქცირებული ოქროს გადმოზიდვის, ასევე ე.წ სამხედრო ჩიპების მიწოდებით სავარაუდოდ კრემლისთვის ბიძინა ივანიშვილი სისხლიანი ომის პარალელურად, ბავშვების ხოცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პარალელურად შოულობს ძალიან ბევრ მილიონს და შესაბამისად ყველა არგუმენტი არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხდეს სანქცირებულთა სიაში და ჩვენ გვახსოვს მისი ევტუშენკოვთან საუბარი და მისი ავთენტურობა არ უარუყვია არავის. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა  ივანიშვილს და მის გარემოცვას უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაუწესდებათ სანქციები, რადგან ზედაპირზეა ის ყველაფერი, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი - აფინანსებს უკრაინაში ბავშვების მკვლელობას, აფინანსებს პუტინის ომს და რაც მნიშვნელოვანია, აფინანსებს საქართველოს ოკუპაციას, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, მავთულხლართების გაბმა გრძელდება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება და სწორედ ამაში იხდის ბიძინა ივანიშვილი ბევრ მილიონს და ამის პარალელურად დამატებით ის აკეთებს ასეულობით მილიონს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური გარემოცვის დასანქცირება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge