png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - ნიკოლ ფაშინიანი

  • მსოფლიო
  • 22.05.2023
  • 18:36
საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის სომეხთა უსაფრთხოებისთვის უნდა იყოს ბაქო-სტეპანაკერტის დიალოგი.

„საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინაპირობების გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა – 29 800 კვ.კმ და 86 600 კვ.კმ ფარგლების შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის სომეხთა უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარშემო ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის ადგილი უნდა ჰქონდეს დიალოგს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთი „ეთანხმება ამ ლოგიკას და აწარმოებს მოლაპარაკებას ამ ლოგიკით, რადგან სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის უსაფრთხოების სტრატეგიულ გარანტიებს წარმოადგენს მშვიდობა, რომელიც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობების რეგულირებით. ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 30 აპრილს ვაშინგტონში გაიმართა მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიაზაციასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს რთული საკითხების მოგვარებაში.

ამის შემდეგ ბრიუსელში შედგა შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის ევროკავშირის ჩართულობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge