png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 18.05.2023
  • 19:22
2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა - მამუკა მდინარაძე

2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება, ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ერთ შემთხვევაში სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ითხოვდე, რომ რუსეთმა მოხსნას სანქცია, ხოლო შემდეგ ამას ნეგატიურად აფასებდე, თან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნარატივში გადგებოდეს.

„შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება, ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა, 2008 წელს იყო, რომლის შემდეგადაც, ეს ხალხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამთ, რომ დიახ. სანქციები უნდა დაწესდესო. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ მაშინ, როდესაც იმ ხალხიდან ბევრი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, ბევრი გაგრძელება იყო და ბევრი მათ პათოსს დღეს იზიარებს. მათ ნარატივზე სხედან. თურმე, 2019 წლის შემდეგ, როცა ჩვენ და პარტნიორები ერთად სანქციების მოხსნას ვითხოვდით, იმით შეცვლილა, რომ ომი ყოფილა. თურმე, 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნდათ. ანუ, უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი – არა. გუშინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქალბატონი ბრძანებდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ უპირველესად, პროქართული უნდა იყო და ამის შემდეგ პროდასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge