png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინული და რუსული მხარეები ბახმუტთან წინსვლის შესახებ იუწყებიან, პრიგოჟინი შოიგუსა და გერასიმოვს სთხოვს, არ დათმონ ფლანგები

  • მსოფლიო
  • 18.05.2023
  • 18:20
უკრაინული და რუსული მხარეები ბახმუტთან წინსვლის შესახებ იუწყებიან, პრიგოჟინი შოიგუსა და გერასიმოვს სთხოვს, არ დათმონ  ფლანგები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან, სხვადასხვა მონაკვეთზე კიდევ 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს. ამის შესახებ უკრაინის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.  

„ბრძოლების მსვლელობისას ჩვენმა ქვედანაყოფებმა იმის მიუხედავად, რომ პირადი შემადგენლობის, ჭურვებისა და ტექნიკის მხრივ უპირატესობა არ აქვთ, ფლანგებზე წინსვლას აგრძელებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს“, - განაცხადა მან.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადება დაადასტურა დაჯგუფება „ვაგნერის“ ხემძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმაც.

„სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ბახმუტის ჩრდილოეთით 570 მეტრამდე უკან დაიხიეს და ჩვენი ფლანგები დათმეს. საჯაროდ მივმართავ თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს ხელმძღვანელობას, რადგან ჩემს წერილებს არ კითხულობენ. გთხოვთ, ვალერი გერასიმოვ, სერგეი შოიგუ, არ დათმოთ ჩვენი ფლანგები, არ დათმოთ დასახლებული პუნქტები საკო და ვანცეტი, კიდევ რამდენიმე დღეს გაუძელით, როგორც შეგიძლიათ გააკეთთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა ფლანგები არ დაიშალოს“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ამასთან, გუშინ საღამოს პრიგოჟინი იუწყებოდა, რომ მისმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტში 260 მეტრით წაიწიეს წინ. მან ისევ დაადანაშაულა რუსული ქვედანაყოფები ფლანგების დატოვებაში, მაგრამ პირობა დადო, რომ ბახმუტს აიღებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge