png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Wings for Life World Run – საქველმოქმედო მარათონში „თეგეტას“ 200-ამდე თანამშრომელი ჩაერთო

  • საზოგადოება
  • 08.05.2023
  • 19:37
Wings for Life World Run – საქველმოქმედო მარათონში „თეგეტას“ 200-ამდე თანამშრომელი ჩაერთო

Wings for Life World Run-ის ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ კახეთმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგის“ 200-ამდე თანამშრომელმა, მსოფლიოსთან ერთად, მეათე საიუბილეო გარბენში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჩართულობით სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში შეიტანა წვლილი. „თეგეტას“ გუნდიდან, მამაკაცებში  ყველაზე მეტი ვახტანგ ლობჟანიძემ გაირბინა. „თეგეტა მოტორსის“ მთავარმა მექანიკოსმა  15 კმ დაფარა. ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო მენეჯერს, ლელა ნიკოლაძეს ჰქონდა. მან 8.75 კმ ირბინა.

Wings for Life World Run-ის სასტარტო სიგნალი, საქართველოს დროით ზუსტად 15 საათზე  ექვს კონტინენტზე ერთდროულად გაისმა. ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ 5000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიო მარათონს შეუერთდა.

საფინიშო მანქანის ფუნქცია  წელს Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელებმა შეასრულეს. იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“, რომელიც Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. კომპანიის თანამშრომლებს უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსოფლიო მარათონს ყოველ წელს უერთდება. თუმცა წელს ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო მასშტაბური იყო. მონაწილეობის სურვილი თეგეტას გუნდის 200-ამდე წევრმა გამოთქვა და შეუერთდა საქველმოქმედო მარათონს მძიმე დაავადების დასამარცხებლად. მონაწილეობის გარდა, წელს უფრო აქტიურად ჩაერთო თეგეტას შვილობილი კომპანიაც „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ჩვენთან ერთად ღონისძიების პარტნიორია“.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია.  შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს. 

წელს მარათონს 158 ქვეყნიდან 206 728 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 5.8 მილიონი ევრო შეგროვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge